ლევან ვეფხვაძე - ბანკების რეგულაციებსა და დოლარზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკა უნდა გადაიხედოს
ლევან ვეფხვაძე - ბანკების რეგულაციებსა და დოლარზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკა უნდა გადაიხედოს

ბანკების რეგულაციებსა და დოლარზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკა უნდა გადაიხედოს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ბაზარზე ნელ-ნელა იზრდება დოლარის მიწოდება.

„იმ ეფექტმა, რომელიც ჩაფიქრებული იყო – დოლარში დარეზერვების 30-დან 25 პროცენტამდე დაწევამ, თავისი გავლენა იქონია. დოლარის მიწოდება ცოტ-ცოტა აღდგა. რაც შეეხება რეფინანსირებაზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს ზოგადად ეკონომიკისთვის არ არის პოპულარული, სწორი და კარგი გადაწყვეტილება.

ახლა თუ არ მოხდა დოლარზე დროულად შემსუბუქება, ხელმისაწვდომობა და ბაზარზე დამატებითი დოლარის გაჩენა, ამან შესაძლოა, ეკონომიკაში პრობლემა შექმნას 2020 წლისთვის. ამიტომაც, აუცილებელია უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის კიდევ უფრო შემცირება, 25-პროცენტიანი ზღვრის კიდევ უფრო დაწევა.

ვფიქრობ, უნდა ეროვნული ბანკის პოლიტიკა უნდა გადაიხედოს, რომელიც უკავშირდება ბანკებისთვის რეგულაციებსა და დოლარზე ხელმისაწვდომობას. ასევე, ვფიქრობ, რომ ცოტა იგვიანებს ის ინიციატივა, რომელიც მთავრობამ გამოთქვა და რომელიც ეხება უცხოურ ვალუტაში დაკრეტიდების ზღვრის შესაძლო შემცირებას 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.