ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს
ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს პირველი არხი საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

სააგენტოს პრესცენტრში აღნიშნეს, რომ ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს.

„საპენსიო სააგენტოში არ ვადასტურებთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს საპენსიო სააგენტოში.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.