ლევან კობიაშვილი - უეფა გვეთათბირება, რომ საქართველომ პრობლემურ თამაშებს უმასპინძლოს (ექსკლუზივი)
ლევან კობიაშვილი - უეფა გვეთათბირება, რომ საქართველომ პრობლემურ თამაშებს უმასპინძლოს (ექსკლუზივი)

შესაძლოა, საქართველომ სხვა ქვეყნების ეროვნული ნაკრებებისა და გუნდების თამაშებს უმასპინძლოს, – ეს ექსკლუზიური ინფორმაცია სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გააჟღერა.

მისი განცხადებით, უეფა-ს გეგმა „ბ“ გააჩნია, რომლითაც სანაკრებო თამაშები ჩატარდება და საქართველოს იმედი აქვს, რომ პრობლემურ თამაშებს უმასპინძლებს.

„უეფა-ს ერთ-ერთი გეგმა აქვს და ჩვენთანც ჰქონდათ ამის თაობაზე კომუნიკაცია. ორგანიზაციას საქართველოს იმედიც აქვს იმ შემთხვევაში, თუ თამაშის ჩატარებას ვერც ერთი მხარე ვერ უზრუნველყოფს – თუ მასპინძელი ორგანიზებას ვერ მოახერხებს, ხოლო სტუმარი – ჩასვლას. უეფაში ფიქრობენ, მატჩი რომელიმე სხვა ქვეყანაში ჩატარდეს. ჩვენ უეფა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მოხსენებას სულ გვთხოვს. იცით, რომ ასეთი თამაშების მასპინძლობის სურვილი კვიპროსმა გამოხატა. უეფა-ს ამ საკითხზე კომუნიკაცია ჩვენთანაც ჰქონდა,“ – განაცხადა კობიაშვილმა.

სფფ-ს პრეზიდენტმა ამ წინადადებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ილაპარაკა.

„ეს საკითხი მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არა არის, რადგან რისკები არსებობს, გააჩნია, რომელი ქვეყნების გუნდებსა და ნაკრებებზე იქნება ლაპარაკი. მაგალითად, ყაზახეთში რთული ვითარებაა. მაგრამ ესაა უეფა-ს გეგმა „ბ“, თუ რომელიმე ქვეყანა თამაშს ვერ ვერ უმასპინძლებს, მაშინ ჩვენ კანდიდატურას განიხილავენ. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯზეც დადებითად აისახება“, – აცხადებს კობიაშვილი.

ევროტურნირები დიდი პრობლემის წინაშეა – ლევან კობიაშვილი განმარტავს