ლევან კობიაშვილი - გლდანის საფეხბურთო ცენტრი ბავშვთა და მასობრივი ფეხბურთისთვის არის გათვალისწინებული
ლევან კობიაშვილი - გლდანის საფეხბურთო ცენტრი ბავშვთა და მასობრივი ფეხბურთისთვის არის გათვალისწინებული

გლდანში მიმდინარე სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

„ანალოგიური საფეხბურთო ცენტრში ვარკეთილში ჩვენ უკვე გავხსენით. ​სასიხარულოა, რომ ასეთ პროექტებს ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად ვახორციელებთ. მოგეხსენებათ – მიწა საკუთრებაში სფფ-ს გადმოგვეცა და სანაცვლოდ ვალდებულება ავიღეთ, რომ პროექტი წლის ბოლომდე დავასრულოთ. სასიამოვნოა, რომ მშენებლობის პროცესი უფრო ადრე დასრულდება. ვფიქრობთ, რომ საფეხბურთო ცენტრის გახსნა შესაძლებელი უკვე სექტემბერ-ოქტომბერში იქნება, როდესაც ბავშვთა საფეხბურთო ტურნირების განახლება იგეგმება. აღნიშნული საფეხბურთო ცენტრი კი, სწორედ ბავშვთა და მასობრივი ფეხბურთისთვისაა გათვალისწინებული“, – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი.

პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული და მინი მოედნები, პლუს, ტრიბუნები და ადმინისტრაციული შენობა. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით მიმდინარეობს. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონია 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა.