„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა აღარ განიხილება

12:48, 09.06.2021

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა აღარ განიხილება.

ხაბეიშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

​„შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა აღარ განიხილება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები გუშინ პარლამენტში შევიდნენ, თუმცა მათ უარი თქვეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე.

მსგავსი