ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოს ეკლესიიდან დახასიათებები წარუდგინა
ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოს ეკლესიიდან დახასიათებები წარუდგინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარის თქმით, სასამართლოზე მტკიცებულებად მოწმეთა ჩვენებები, ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები წარადგინეს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა სასამართლოზე ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლების შესახებ რეკომენდაცია და სხვა დოკუმენტაცია წარადგინა. მათ შორის არის სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ცნობაც.

ლევან ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს. საქმის არსებითი განხილვა 17 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ლევან ჯიბღაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიებად 10-ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.