ლევან გორგაძე – ამ გამარჯვებას ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ვუძღვნი
ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) გულშემატკივრებისადმი მიმართვას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს –
„ჩემი მეგობრებო, მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის! თქვენს გვერდში დგომას ვგრძნობდი და თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებდა. ჩემი ყველა წარმატება თქვენია. ამ გამარჯვებას ვუძღვნი საქართველოს და ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. ძალიან ბევრი „მესიჯი“, ზარი და წერილი მომდის. უდროობის და გადატვირთული რეჟიმის გამო ვერ ვახერხებ თითოეულს გიპასუხოთ და მოგეფეროთ. ბოდიშს გიხდით ჩემო გულშემატკივრებო, იმედია უყურადღებობაში არ ჩამომართმევთ. შეხვდებით მალე, სამშობლოში.“
https://www.facebook.com/photo.php?fbid=980208915467638&set=p.980208915467638&type=3&theater