ლევან ძიმცეიშვილი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია – ქართველმა ძალოსანმა სამი ოქროს მედალი მიოპოვა #1TVSPORT
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ იასპარეზეს.
ძიმცეიშვილმა ატაცში 108 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ქართველი ძალოსანი პირველ ადგილზე გავიდა აკვრაშიც (128 კგ), ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 236 კილოგრამოთ მესამე ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
კეკელიძემ ატაცში 86 კილოგრამი დაძლია, რაც მეექვსე შედეგი აღმოჩნდა, აკვრაში თავი 107 კილოგრამს გაართვა და მე-8 პოზიცია დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 193 კილოგრამით მე-6 ადგილზე გავიდა.