ლევან დავითაშვილი - იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში მოხდება კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანია „ბორჯომს“, აღადგინოს საქმიანობა
ლევან დავითაშვილი - იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში მოხდება კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანია „ბორჯომს“, აღადგინოს საქმიანობა

იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში მოხდება კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანია „ბორჯომს“, აღადგინოს საქმიანობა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, უმთავრესია, კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება.

„აქ არის ორი საკითხი – პირველ რიგში, რომ კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება, ეს არის უმთავრესი საკითხი. მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს, საკმაოდ დიდი ხანია. ვმუშაობთ როგორც აქციონერებთან, რათა მოხდეს გარკვეული ცვლილებები; შესაბამისად, კომპანია არ იყოს სანქცირების საგანი, საერთაშორისო სანქციების საგანი; ამავდროულად, ვმუშაობთ საერთაშორისო მარეგულირებლებთან, ვისი სანქციების ქვეშაც არიან დამფუძნებლები და შესაბამისად, კომპანიის ფუნქციონირებას აქვს გარკვეული შეფერხებები. ვმუშაობთ საფინანსო ორგანიზაციებთანაც, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე და მე იმედი მაქვს, რომ უკვე რამდენიმე დღეში შევძლებთ, რომ მოხდება კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანიას, აღადგინოს თავისი საქმიანობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი