ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებები „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ირღვეოდა და ახლაც
ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებები „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ირღვეოდა და ახლაც

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პენიტენციურ დაწესებულებებში პრობლემები მათი მმართველობის დროსაც იყო და ახლაც არის.

ლევან ბეჟაშვილის თქმით,  რიგითი პატიმრისთვის  მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იძალადებს მასზე, ხელისუფლების წარმომადგენელი, ციხის ადმინისტრაცია, თუ ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანი.

„პენიტენციური სისტემა იყო პრობლემა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ჩვენ გვაქვს არაერთი ანგარიში როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის, სადაც ეს პრობლემები კვლავ მოქცეული არის ანგარიშის ძირითად საკითხებში. მერწმუნეთ, რიგითი პატიმრისათვის  ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი, ციხის ადმინისტრაცია განახორციელებს  ზეწოლას თუ ქურდული მენტალიტეტის ადამიანები. ეს ორივე შემთხვევაში არის პრობლემა, ორივე შემთხვევაში არის დანაშაული და ამ დანაშაულთან საჭირო არის სისტემური ბრძოლა. სამწუხაროდ, ამ სისტემურ ბრძოლას ვერ ვხედავთ დღევანელი ხელისუფლების პირობებში“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს დასავლეთ საქართველოში ნორვეგიული სტანდარტის ციხეები შენდებოდა.