„ლესტერის“ ფეხბურთელები ტაილანდში მიემგზავრებიან
CARDIFF, WALES - NOVEMBER 03: Leicester City players hold up a banner in memory of Vichai Srivaddhanaprabha during the Premier League match between Cardiff City and Leicester City at Cardiff City Stadium on November 3, 2018 in Cardiff, United Kingdom. (Photo by Kevin Barnes - CameraSport via Getty Images)
„ლესტერის“ ფეხბურთელები ტაილანდში გაფრინდებიან და კლუბის ტრაგიკულად დაღუპული მფლობელის, ვიშაი შრივადჰანაპრაბჰას დაკრძალვას პირადად დაესწრებიან. სამგლოვიარო ცერემონია ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკში შაბათს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება. ფეხბურთელები ტაილანდში ორ დღეს დაჰყოფენ.
პრემიერ ლიგის ბოლო მატჩი „ლესტერმა“ სტუმრად „კარდიფთან“ გამართა და 1-0 გაიმარჯვა. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და მაყურებლებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ვიშაის ხსოვნას, უშუალოდ მატჩის დაწყებამდე კი „ლესტერის“ მოთამაშეებს მაისურები ეცვათ, რომლებზეც გუნდის მფლობელის ფოტოები იყო გამოსახული.
შეგახსენებთ, რომ ვიშაი შრივადჰანაპრაბჰა 27 ოქტომბერს დაიღუპა, როდესაც „ლესტერის“ სტადიონის მოედნიდან აფრენილი მისი პირადი შვეულმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ასევე დაიღუპნენ მისი დაცვის ორი წევრი, პილოტი და ერთი მგზავრი.