Leonino - ქოჩორაშვილის ტრანსფერით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა #1TVSPORT
„ლა ლიგის „ლევანტე“ გიორგი ქოჩორაშვილის დაბრუნებით დაინტერესდა, მაგრამ უარს ამბობს „სპორტინგის“ მიერ ფეხბურთელის გათავისუფლებისთვის დაწესებული 5.5 მილიონი ევროს გადახდაზე“, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Leonino ავრცელებს.
„ქოჩორაშვილმა „ალვალადესთან“ ადაპტაცია ვერ მოახერხა და „მწვანე-თეთრები“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დროს ქართველის ტრანსფერით დაინტერესებული მხარეების მოსასმენად მზად არიან.
ქოჩორაშვილი რუი ბორხესის საყრდენი ნახევარმცველების სიაში მეხუთე კანდიდატად განიხილებოდა. ტრავმის გამო ქართველის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
ჰიულმანის შესაძლო და მორიტას გარდაუვალი წასვლა ზაფხულში 26 წლის ფეხბურთელს შემადგენლობაში ადგილს გაუთავისუფლებს, მაგრამ „სპორტინგი“ სეზონის ბოლოს მისი ალტერნატივის მოძებნას აპირებს“, – ამტკიცებს პორტუგალიური გამოცემა.