ლეონიდ სლუცკი - „რუბინი“ ციფრებში კვარაცხელიაზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ მას თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია #1TVSPORT
ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის პრემიერლიგის სამი გუნდი დაასახელა, რომელთაც უდიდესი დამოკიდებულება აქვთ ერთ მოთამაშეზე – ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ამ სიაში მისი კლუბი არ არის, მაგრამ კვარაცხელია მაინც ახსენა.
„სხვათა შორის, ამ თემაზე „რუბინის” ანალიტიკურ განყოფილებას მივმართე. მსურდა დაედგინათ, რომელია, რუსეთის პრემიერლიგის გუნდებიდან ლიდერზე ყველაზე მეტად დამოკიდებული. ასეთი სამი გუნდია – ცსკა, „როსტოვი“ და მოსკოვის „ლოკომოტივი“. ციფრებში კი „რუბინის“ თამაში კვარაცხელიაზე დამოკიდებული არ არ არის. ის ფლანგის ფეხბურთელია, მაზე თამაშს არ ვაწყობთ და კვარაცხელია არც ტექნიკურ-ტაქტიკური ქმედებებით არის ჩემპიონი, მაგრამ ხვიჩას შეუძლია, შეხვედრის ბედი ნებისმიერ დროს შეცვალოს. ამას შთამბეჭდავი ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე ახერხებს“, – ციტირებს სლუცკის სიტყვებს Tele-sport.ru.
ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი გასახდელის ლიდერებში ახსენა: „ვინ არის გასახდელში „რუბინის სული და გული? ძნელი სათქმელია. შატოვი, დესპოტოვიჩი, ურემოვიჩი, კვარაცხელია, ბაკაევი … ყაზანი კოლექტიური გუნდია. სამწუხაროდ, ერთი ლიდერი არ გვყავს“.