გერმანელი ფანების ვებგვერდი - „ბაიერნისთვის“ საინტერესოა კვარაცხელია, „მიუნხენგლადბახისთვის“ კი მთავარი სამიზნეა [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანელი ფანების ვებგვერდი - „ბაიერნისთვის“ საინტერესოა კვარაცხელია, „მიუნხენგლადბახისთვის“ კი მთავარი სამიზნეა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ მთავარი სამიზნეა – ინფორმაციას მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივართა გვერდი bavarianfootballworks ავრცელებს. ავტორის თქმით, მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ სასურველი ფეხბურთელი გერმანული ფეხბურთის გრანდის სავარაუდო სამიზნეც არის და ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელისადმი მიუნხენის „ბაიერნი“ რეალურ ინტერესს იჩენს. 

„ხმების მიხედვით, მიუნხენგლადბახის „ბორუსია“ უფრო ახლოს გაეცნო ხვიჩა კვარაცხელიას და ჩაერთო სატრანსფერო ბრძოლაში, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი მიუნხენის „ბაიერნის“ სამიზნეა. ალბათ, 20 წლის ქართველი გარემარბი ყაზანის „რუბინს“ დაახლოებით 15 მილიონი ევროს საფასურად წელს დატოვებს. უახლესი ცნობების თანახმად, კვარაცხელია მიონხენგლადაბახის „ბორუსიას“ მთავარი სამიზნე ხდება“, – წერია bavarianfootballworks-ზე.

ავტორი საინტერესო დასკვნას აკეთებს და ქართველი ფეხბურთელის პერსპექტივის დასამტკიცებლად მისი შთამბეჭდავი მომენტების შეკრებილი ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა: „2001 წელს დაბადებული თავდამსხმელი ბუნდესლიგას უფრო და უფრო უახლოვდება. მისი ტრანსფერით ასევე მიუნხენის „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ლიდს იუნაიტედი“ დაინტერესდნენ. კვარაცხელიას მართლაც ძალიან დამაინტრიგებელი პერსპექტივაა გააჩნია (იხილეთ ვიდეო). მე სიკვდილივით მეშინია, რომ ამ სახელის დაწერა ყოველდღიურად მომიწევს“.