კვარაცხელიას გოლი აპრილის საუკეთესოებშია - სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიას გოლი აპრილის საუკეთესოებშია - სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი რუსეთის ჩემპიონატის აპრილის საუკეთესოებში მოხვდა. ეს პრემიერლიგის ოფიციალური გვერდის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც გულშემატკივართა გამოკითხვა უკვე დაიწყო.

კენჭისყრაში 24-დან 27-ე ტურში გატანილი გოლები შედის. მსურველს არჩევანი შეუძლია გააკეთოს რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურ გვერდზე. გამარჯვებულს გულშემატკივრების გარდა, გამოავლენენ პრემიერლიგისა და Match Premier-ის სატელევიზიო არხის ექსპერტები.

ხვიჩა კვარაცხელიას 3 აპრილს გატანილი გოლი დაუფასეს. რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში, ყაზანის „რუბინმა“ საშინაო არენაზე კონკურენტი „სოჭი“ მიიღო და 1:0 სწორედ ქართველის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა – გროზნოს „ახმატის“ ქართველი შემტევი, რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე, რომელმაც 26-ე ტურში „ხიმკის“ გაუტანა. მან მცველს ბურთისთვის ბრძოლა მოუგო და „მაკრატელათი“ ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.