ლემპარდმა „ვესტ ბრომვიჩთან“ მატჩის შემდეგ მარკოს ალონსოს უყვირა და ეგოიზმში დაადანაშაულა
ლემპარდმა „ვესტ ბრომვიჩთან“ მატჩის შემდეგ მარკოს ალონსოს უყვირა და ეგოიზმში დაადანაშაულა

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა გააკრიტიკა თავისი გუნდის მცველი მარკოს ალონსო „ვესტ ბრომვიჩთან“ (3:3) პრემიერლიგის მესამე ტურის მატჩის შემდეგ.

როგორც ირკვევა, შესვენებაზე შეცვლის შემდეგ, ფეხბურთელმა შხაპი მიიღო და მარტო გაემართა ავტობუსისკენ, თუმცა, მეორე ტაიმის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ დაბრუნდა ტრიბუნებზე, რითაც ლემპარდის უკმაყოფილება გამოიწვია. მწვრთნელს არ მოეწონა ესპანელის გადაწყვეტილება თამაშის დამთავრებამდე სტადიონის დატოვების შესახებ.

იტყობინებიან, რომ თამაშის შემდეგ, ლემპარდმა გასახდელში ყველას თანდასწრებით უყვირა ალონსოს და ის ეგოიზმში დაადანაშაულა.

„მოთამაშეები ამბობენ, რომ არასოდეს უნახავთ ლემპარდი ასე გაბრაზებული. მწვრთნელი თითქოს ჭკუიდან შეიშალა. თვითმხილველთა თქმით, ძალიან გაკვირვებულნი დარჩებიან, თუ ალონსო ოდესმე კიდევ ითამაშებს „ჩელსიში“, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

ალონსო „ჩელსიში“ 2016 წლიდან თამაშობს. ესპანელის მიმდინარე ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მის ანგარიშზე სამი მატჩია.

სამი ტურის შემდეგ, „ჩელსი“ ოთხი ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.