„ლეხის“ მწვრთნელი - ფანტასტიკური გოლით კვეკვესკირმა საშემოდგომო ეტაპი მოგვაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა პოზნანისლეხის“ ბოლო ტურის შეხვედრაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზაბჟესგურნიკს“ ეფექტური გოლი გაუტანა და გუნდს მოგებაში დაეხმარა, რომლითაც „ლეხმა“ საშემოდგომო ეტაპი ჩემპიონის ტიტულით დაამთავრა.

„არც მახსოვს, როდის ვიყავი ისეთი ბედნიერი, როგორც ამ გოლისა და მატჩის შემდეგ. ძალიან გვინდოდა მოგება და ჩვენი გულშემატკივრების გახარება. ახლა მათ აქვთ დამატებითი მიზეზი, ბედნიერები იყვნენ. „გორნიკსაც“ ჰქონდა შანსი, მაგრამ ჩვენმა მეკარემ შესანიშნავად იმუშავა სწორედ იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. იგივე შეიძლება ითქვას მთელ გუნდზე, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა გამარჯვების“, – თქვა ნიკა კვეკვესკირმა.

მან გოლის გატანის ეპიზოდიც გაიხსენა:

„დარტყმამდე ბევრი რამ ვიფიქრე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ასე სჯობდა – არც ერთი ჩემი თანაგუნდელი უკეთეს მდგომარეობაში არ იყო, ბურთი რომ მიმეცა. უკეთესი ვარიანტი ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე დამერტყა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა ჩემთვის და გუნდისთვის“.

კომენტარი გააკეთა „ლეხის” მწვრთნელმა მაცეი სკორნიამ:

„რთულ ვითარებაში ვიმყოფებოდით, მაგრამ ფანტასტიკური დარტყმის შემდეგ კვეკვემ შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. საბედნიეროდ, ეს მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა. ჩვენი ფეხბურთელების მიზანმიმართულმა თამაშმა და ფასდაუდებელმა გოლმა სამი ქულა მოგვიტანა“.

პოზნანისლეხმა“ შეხვედრა 2:1 მოიგო და 19 ტურის შემდეგ 41 ქულით გათამაშების ლიდერია. ნიკა კვეკვესკირი ექსტრაკლასას ლიდერ გუნდს მიმდინარე სეზონზე 2 გოლით და 1 საგოლე გადაცემით დაეხმარა.