„ლეხის“ მწვრთნელი - ბათუმში დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ #1TVSPORT
„ლეხის“ მწვრთნელი - ბათუმში დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ #1TVSPORT

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის პირველ მატჩში ბათუმის „დინამოსთან“ 5:0 გამარჯვების შემდეგ, პოზნანისლეხი“ შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ერთ ნაბიჯშია. პოლონეთის ჩემპიონის მწვრთნელი ჯონ ვან დენ ბრომი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი საქართველოში მორიგ კარგ მატჩს გამართავს.

პოზნანელები ბათუმში ოთხშაბათს ჩამოვიდნენ და ბათუმის არენაზე ივარჯიშეს, ხუთშაბათის მატჩი კი 21:00 საათზე დაიწყება. ვარჯიშამდე ვან დენ ბრომმა პრესკონფერენცია გამართა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი განმეორებით მატჩსაც მაღალ დონეზე ჩაატარებს.

„ბათუმში შესანიშნავი პირობები და ფანტასტიკური ამინდია, სასტუმრო კი ზღვის პირასაა. თუმცა, დასასვენებლად არ მოვსულვართ. ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ მატჩისთვის და კარგი განწყობა შევინარჩუნოთ.

ევროტურნირზე 5:0 მოგება დიდი მიღწევაა. მაშინ მნიშვნელოვანი იყო არა თავად შედეგი, არამედ ის, თუ როგორ მივაღწიეთ ამას წინა, არც თუ ისე წარმატებული შეხვედრების შემდეგ. ამ გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ სხვადასხვა სცენარისთვის. ვუყურე „დინამოს“ მატჩს ბრატისლავასსლოვანთან“ და ჩვენი მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე პოზნანში. თუ „დინამო“ სახლში ასევე ითამაშებს, მეტი წინააღმდეგობის გაწევა მოგვიწევს. ამ გუნდს შეუძლია უკეთ ითამაშოს, ვიდრე ერთი კვირის წინ პოზნანში.

გასულ კვირას არ გვითამაშია. „დინამოსთან“ ბოლო მატჩის შემდეგ დავისვენეთ და ძალები აღვიდგინეთ. ვარჯიშზე შევამჩნიე, რომ გუნდს სურს ისევე წარმატებით ითამაშოს, როგორც ერთი კვირის წინ. ჩვენთან არ არის ასევე აფონსო სოუზა, რომელსაც ვირუსი აქვს და ვერ შეძლო ჩამოსვლა.

ადგილობრივი ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ მათი თანამემამულე გიორგი წიტაიშვილით – ის ჩვენთანა სამი კვირაა და ჯერ საუკეთესო ფორმაში არაა. მას ჯერ კიდევ დრო სჭირდება გამოჯანმრთელებისთვის და ეს დრო უნდა მივცეთ. გიო მაღალი ხარისხის მოთამაშეა, ვიცით, რისი უნარი გააჩნია და გარკვეულ პოზიციებზე დიდი როლის შესრულება შეუძლია“, – განაცხადა ვან დენ ბრომმა.

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის განმეორებითი მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და პოზნანისლეხს“ შორის ბათუმის არენაზე 28 ივლისს გაიმართება. გამარჯვებული მესამე ეტაპზე შეხვდება რეიკიავიკისვიკინგურს“, რომელმაც უელსური „ნიუ საინთსი“ დაამარცხა (0:0, 2:0).