გია გეგუჩაძე - „ლეხთან“ ჩვენი ბიჭების მეიმედება #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - „ლეხთან“ ჩვენი ბიჭების მეიმედება #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ ხვალ, 28 ივლისს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოზნანისლეხთან“ განმეორებით მატჩს ჩაატარებს. პოლონეთში მტკივნეული წაგების (0:5) შემდეგ წყვილის გამარჯვებული ფაქტობრივად გარკვეულია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენეციაზე იმედი გამოთქვა, რომ „დინამო“ კარს „გამოიჯახუნებს“. მან გუნდიდან მეკარის, ლაზარე კუპატაძის წასვლაზეც ისაუბრა და ახალწვეულ პაატა ღუდუშაურზეც.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, დიდი ანგარიშით რომ წავაგეთ, „სლოვანთან“ მარცხით გამოწვეული ბიჭების მდგომარეობა იყო. ფეხბურთი ემოციური თამაშია, ხოლო ემოციებისგან დაცლილი ადმიანი წარმატებას ვერ მიაღწევს. მაგრამ ამ ბიჭების მეიმედება და მჯერა, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს და „ლეხთან“ განმეორებით მატჩში სასურველი განწყობა ექნებათ. ვხედავ, რომ ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან, ყველაფერს პასუხი გაეცემა მოედანზე. გამარჯვება კი პრესტიჟის საქმეა.

რაც შეეხება ლაზარე კუპატაძეს, არასოდეს, არც წარსულში და არც დღეს, წაგება არავისთვის დამიბრალებია. ყველა მარცხზე მწვრთნელია პასუხისმგებელი. მინდა მითქმა-მოთქმა გამოირიცხოს. ლაზარეს საფეხბურთო მონაცემებში ეჭვი არავის ეპარება, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და წარმატებებს ვუსურვებ.

პაატა ღუდუშაური ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და მჯერა, რომ მისი დამატება გაგვაძლიერებს. თუ მასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვები იყო, გაიფანტება მაშინ, როდესაც თამაშით თავის სიტყვას იტყვის და დაამტკიცებს, რომ ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.

ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრაში პოზნანისლეხს“ 28 ივლისს უმასპინძლებს – ბათუმის არენაზე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.