ლეიკერსში ტაირონ ლუს კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ
ლეიკერსში ტაირონ ლუს კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ

ლოს ანჯელეს ლეიკერსი რამდენიმე დღის წინ ოფიციალუად გამოეთიშა მერვე ადგილისთვის ბრძოლას და პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლო. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მეჯიქ ჯონსონი და გუნდის ხელმძღვანელობა გაძლიერებაზე იზრუნებენ. ლეიკერსში ლებრონ ჯეიმსის მხარდამხარ სავარაუდოდ მინიმუმ ერთი ან შესაძლოა ორი ახალი ვარსკვლავი ვიხილოთ.

აქტიურად მიმიდნარეობს საუბრები მთავარი მწვრთნელის შეცვლაზე. ძნელად სავარაუდოა, რომ ლოსანჯელესური გუნდის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა პოსტი შეინარჩუნოს. უკვე სახელდება ვოლტონის სავარაუდო შემცვლელები. როგორც ირკვევა, ლეიკერსის ხელმძღვანელად კლივლენდის ყოფილი თავკაცი ტაირონ ლუ განიხილება. ამერიკულ მედიაში ლუკ ვოლტონის სავარაუდო შემცვლელად ლუსთან ერთად ჯეისონ კიდი, დოკ რივერსი და რიკ კარლაილი სახელდება, თუმცა ამ უკანასკნელმა დალასთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულს გაახანგრძლივა.

დოკ რივერსმა კი განაცხადა, რომ კლიპერსში საქმე ჯერ არ დაუსრულებია.