„ლეიკერსმა“ ლიდერების გარეშე „ორლანდო“ დაამარცხა – NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT

12:01, 29.03.2021

მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე რეგულარულში რიგით 30-ე გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსი“ ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის გარეშე თამაშობს. ლოს ანჯელესელები „ორლანდოს“ „სტეიპლს ცენტრში“ დაუხვდნენ და 96:93 დაამარცხეს.

ლიდერების არყოფნაში ყველაზე მეტი ქულა „ლეიკერსის“ რიგებში დენის შროდერმა დააგროვა (24 ქულა). კაელ კუზმამ 21 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა მარკიფ მორისმა (12 ქულა, 11 მოხსნა). ტრეზ ჰარელმა მატჩი 18 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.

„ორლანდოს“ რიგებში 26 ქულა მიითვალა დვეინ ბეიკონმა. 14 ქულა იყო ჩუმა ოკეკეს ანგარიშზე.

„ლეიკერსი“ 30 მოგებითა და 17 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება „ორლანდოს“, „მეჯიქი“ 15 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა, მე-14 ადგილზეა.

 

ლეიკერსი – ორლანდო 96:93

https://www.youtube.com/watch?v=rKh9w10sO1k

 

შარლოტიფინიქსი 97:101

https://www.youtube.com/watch?v=v09rDWhchto

 

ტორონტო – პორტლენდი 117:122

https://www.youtube.com/watch?v=3KtCtRn5yxQ

 

დენვერი – ატლანტა 126:102

https://www.youtube.com/watch?v=_W5WXsQ3afs

მსგავსი