„ლეიკერსის“ ზედიზედ მეორე ოვერტაიმი და რთული გამარჯვება „ოკლაჰომასთან“ – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

11:19, 09.02.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „დეტროიტთან“ ორი ოვერტაიმის შემდეგ მოქმედმა ჩემპიონმა „ლეიკერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ კიდევ ერთი დამატებითი 5 წუთი ითამაშა, ამჯერად „ოკლაჰომასთან“.

ლოს ანჯელესელებმა ოვერტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს და საბოლოოდ 119-112 გაიმარჯვეს. მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა. „მეფემ“ 28 ქულა, 14 მოხსნა და 12 პასი მიითვალა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ენტონი დევისს. 19 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა მატჩი დენის შროდერმა. 21 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა მონტრეზლ ჰარელს. 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა კაელ კუზმამ.

„ოკლაჰომას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 29 ქულით, 7 მოხსნითა და 10 პასით შაი ალექსანდერი იყო. 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა ჰამიდოუ დიალომ. 21 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა მატჩი დარიუს ბეზლიმ.

„ლეიკერსი“ 19 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციაზე ჯერჯერობით „იუტა“ არის.

 

ლეიკერსი – ოკლაჰომა 119:112 (ოვერტაიმი)

https://www.youtube.com/watch?v=CUq9MDF8veE

 

შარლოტი – ჰიუსტონი 119:94

https://www.youtube.com/watch?v=qzEneqNoxeU

 

ჩიკაგო – ვაშინგტონი 101:105

https://www.youtube.com/watch?v=eX93HV_He-4

 

მემფისი – ტორონტო 113:128

https://www.youtube.com/watch?v=Dxx8_RUS71w

 

დალასი – მინესოტა 127:122

https://www.youtube.com/watch?v=Zwl6_PzGS-I

 

სან ანტონიო – გოლდენ სტეიტი 105:100

https://www.youtube.com/watch?v=D5K6quFVUsQ

 

ფინიქსი – კლივლენდი 119:113

https://www.youtube.com/watch?v=IAqo6Ji4MyA

 

დენვერი – მილუოკი 112:125

https://www.youtube.com/watch?v=N7PWSYgVsLk

მსგავსი