ლეიკერსის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებას ფიქრობს
ლეიკერსის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებას ფიქრობს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, პოსტიდან მთავარი მწვრთნელი, ლიუკ უოლტონი დაითხოვოს. ამის შესახებ ESPN-ის მიმომხილველი, ედრიან ვოინაროვსკი წერს.

ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ კლუბის პრეზიდენტი მეჯიქ ჯონსონი ახალი სეზონის სტარტზე „ლეიკერსის“ შედეგებით ძალიან უკმაყოფილოა. ლებრონ ჯეიმსის ახალმა კლუბმა სეზონის სტარტზე სამი გამარჯვება მოიპოვა და ხუთჯერ დამარცხდა.

უფრო ადრე ჯონსონმა განაცხადა, რომ უოლტონს ჯეიმსის გარშემო ახალი გუნდის შესაქმნელად დრო სჭირდება.

მიუხედავად ამისა, ახლა ირკვევა, რომ მეჯიქი უოლტონისგან გუნდის შედეგების გაუმჯობესებას ითხოვს. ამჟამად, „ლეიკერსის“ დამრიგებელი განთავისუფლების პირასაა და კიდევ რამდენიმე მარცხმა, შესაძლოა, მისი პოსტიდან დათხოვნა გამოიწვიოს.