„ლეიკერსი“ შემდეგი სეზონის დასაწყისში გულშემატკივრებს „სტეიპლს ცენტრში“ არ დაუშვებს
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ ჩემპიონობის აღნიშვნა დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლო. ლიგის გადაწყვეტილებით 2020-21 წლების სეზონი 22 დეკემბერს დაიწყება და კალათბურთელებს დასასვენებლად საკმაოდ მცირე დრო აქვთ.
ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა გარკვეულმა გუნდებმა ახალი სეზონიდან არენაზე გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაუშვას. თუმცა, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფანების დაშვებას ახალ სეზონზე ეპიდსიტუაციის გამოსწორებამდე არ აპირებს.
As of now, the Lakers have no plans to allow fans in Staples Center for the start of the 2020-21 season, the team announced. pic.twitter.com/nSmWCP3QGh
— Dave McMenamin (@mcten) November 12, 2020