„ლეიკერსი“ დემარკუს ქაზენსის მუქარის შემცველ აუდიოჩანაწერს იძიებს (აუდიო)
„თი-ემ-ზიმ“ (TMZ) გუშინ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ტრავმირებული ცენტრი დემარკუს ქაზენსი საკუთარი 7 წლის შვილის დედას, კრისტი ვესტს, მობილურ ტელეფონზე უკავშირდება და საუბრის ბოლოს სროლით ემუქრება.
„ბუგიმ“ ყოფილ მეუღლეს შვილის საკუთარ ქორწილში წაყვანის უფლება სთხოვა, რაზეც ვესტმა უარი განუცხადა. სწორედ ამ უარს მოჰყვა ქაზენსი მუქარა. მოგვიანებით „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აღნიშნულ შემთხვევას კონტროლის ქვეშ იყვანს და მას აუცილებლად ბოლომდე გამოიძიებს.
DeMarcus Cousins Audio Allegedly Threatening to Shoot Baby Mama Before Wedding pic.twitter.com/4lmucjO0lW
— TMZ Sports (@TMZ_Sports) 27 August 2019
Lakers’ statement on the @TMZ_Sports report on DeMarcus Cousins: “We are aware of the allegation involving DeMarcus Cousins and, of course, take this claim seriously. We are in the process of gathering information and will reserve further comment at this time.”
— Ohm Youngmisuk (@NotoriousOHM) 27 August 2019