„ლეგია“ პოლონეთის ჩემპიონია - ვაკო გვილია ოქროს ზედიზედ მეორედ დაეუფლა #1TVSPORT
„ლეგია“ პოლონეთის ჩემპიონია - ვაკო გვილია ოქროს ზედიზედ მეორედ დაეუფლა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიასთან“ ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

საქმე ისაა, რომ „ლეგიას“ არ უთამაშია. სამაგიეროდ, 27-ე ტურის მატჩი ჩაატარა ჩენსტოხოვასრაკუვმა“, რომელიც გასვლაზე ბიალეშტოკში „იაგელონიას“ ესტუმრა და ვერ მოიგო 0:0.

ეს საკმარისი გამოდგა, ვარშაველებს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა რომ მოეპოვებინათ. 27 ტურის შემდეგ „ლეგიას“ 59 ქულა აქვს, „რაკუვს“ – 50 ქულა და დარჩენილი სამი ტურის შედეგების მიუხედავად, ქულებითაც რომ გაუთანაბრდეს მეტოქეს, ჩემპიონი მაინც ვარშავული გუნდი გახდება.

ვაკო გვილიამ „ლეგიას“ ფორმით მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოქროს მედალი. თუმცა პოლონურ მედის თუ ვერწმუნებით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.