ლებრონი „სტეიპლს ცენტრში“ ღვინით სავსე ჭიქით მივიდა [ვიდეო]
ლებრონი „სტეიპლს ცენტრში“ ღვინით სავსე ჭიქით მივიდა [ვიდეო]

NBA-ს საშობაო მატჩის დროს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა, ლებრონ ჯეიმსმა საზარდულის ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. „მეფე“ რამდენიმე თამაში საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.

დღეს დილით „ლეიკერსი“ „კლიპერსს“ დაუპირისპირდა და 107-118 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ჯეიმსი, რომელიც ამჯერად არენაზე გულშემატკივრის სტატუსით იმყოფებოდა კამერებს არ მოერიდა და „სტეიპლს ცენტრში“ ღვინით სავსე ჭიქით მივიდა.