ლებრონ ჯეიმსს ლეიკერსში ცხრაქულიანი დებიუტი ჰქონდა [ვიდეო]

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში წინა სასეზონო მატჩები გაგრძელდა.  გუშინ ხუთი შეხვედრა გაიმართა და ყველაზე დიდ ინტერესს „ლეიკერსისა“ და „დენვერის“ მატჩი იწვევდა.

ამ შეხვედრაში „ლეიკრესის“ შემადგენლობაში ლებრონ ჯეიმსის დებიუტი შედგა. „მეფემ“ მოედანზე 15 წუთი და 19 წამი გაატარა და 9 ქულა, 3 პასი და 3 მოხსნა დააგროვა.

ლოს ანჟელესურმა კლუბმა შეხვედრა 107:124 დათმო.

გუშინ, წინა სასეზონო შეხვედრები ასე დასრულდა –

სან ანტონიო-მაიამი – 104:100
29:28, 22:24, 26:19, 27:29
ს-ა: გეი (13+5 მოხსნა), უაიტი (12), ოლდრიჯი (10), ბერტანსი (10), მიურეი (8), დეროზანი (7).
მ: უაიტსაიდი (20+13 მოხსნა), მაკგრუდერი (15), დრაგიჩი (12), რობინსონი (12+5 მოხსნა), უეიდი (10).

ბოსტონი-შარლოტი – 115:112
24:32, 40:25, 25:25, 26:30
ბ: ირვინგი (20), ტატუმი (16), როზირი (13), მორისი (12+6 მოხსნა), ბრაუნი (11).
შ: ბრიჯესი (23+6 მოხსნა), ერნანგომესი (14), მონკი (13), უოკერი (10+6 მოხსნა).

ჩიკაგო-ნიუ ორლეანი – 128:116
28:32, 34:32, 29:33, 37:19
ჩ: ლავინი (21), პორტისი (21+5 მოხსნა), ბლეიკენი (21), პარკერი (15+8 მოხსნა), დანი (12+8 მოხსნა), კარტერი (11+7 მოხსნა).
ნ-ო: ჰოლიდეი (16), ჯექსონი (16+6 მოხსნა), რენდლი (15+5 მოხსნა+5 პასი), დევისი (13).

ლეიკერსი-დენვერი – 107:124
29:34, 25:32, 34:30, 19:28
ლ: მაკგი (17+7 მოხსნა), ინგრემი (16), კუზმა (15), სტივენსონი (12).
დ: ერნანგომესი (19+5 მოხსნა), მიურეი (18), იოკიჩი (14), ლაილსი (14+7 მოხსნა), მორისი (12+6 მოხსნა), ბიზლი (12).

კლიპერსი-სიდნეი – 110:91
28:17, 31:37, 23:18, 28:19
კ: ჰარისი (20+11 მოხსნა+5 პასი), გალინარი (19+5 პასი), გორტატი (12+9 მოხსნა), ბევერლი (12+5 პასი).
ს: რენდლი (25), ლისკი (16+9 მოხსნა+6 პასი), კიკერტი (13), ბოგუტი (8+8 მოხსნა)