ლებრონ ჯეიმსი ყველა დროის მეექვსე ბომბარდირია
ლებრონ ჯეიმსი ყველა დროის მეექვსე ბომბარდირია

„ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „სან ანტონიოსთან“ მატჩში 32 ქულა, 14 შედეგიანი პასი და 8 მოხსნა დააგროვა.

ამ მატჩის შემდეგ, ლებრონმა შაკილ ო’ნილს თამაშიდან ჩაგდებული ბურთების რაოდენობით გაუსწრო – 11331-11330-ის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ჯეიმსის კარიერულმა მონაგარმა 31118 ქულა შეადგინა, რითაც საუკეთესო ბომბარდირთა ყველა დროის სიაში დირკ ნოვიცკის გადაასწრო და მეექვსე ადგილზე გადავიდა.

ამ სეზონში ჯეიმსს შანსი აქვს უილტ ჩემბერლენსა და მაიკლ ჯორდანს (32292 ქულა) გაუსწროს.

TOP3-ში კობი ბრაიანტი (33643 ქულა), კარლ მელოუნი (36928) და ქარიმ აბდულ-ჯაბარი (38387) შედიან.