ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ყველა დროის ბომბარდირების TOP 5-ში შევიდა
ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ყველა დროის ბომბარდირების TOP 5-ში შევიდა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა, „პორტლენდთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში 44 ქულა დააგროვა, რითაც ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, – წერს ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

33 წლის ჯეიმსმა გაუსწრო ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს. ლებრონის ანგარიშზე 31 425 ქულაა, რაც ექვსით მეტია ჩემბერლენის მონაგარზე (31419).

NBA-ის ყველა დროის ბომბარდირთა ტოპ-ათეული –

1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 38 387
2. კარლ მელოუნი – 36 928
3. კობი ბრაიანტი – 33 643
4. მაიკლ ჯორდანი – 32 292
5. ლებრონ ჯეიმსი – 31 425
6. უილტ ჩემბერლენი – 31 419
7. დირკ ნოვიცკი – 31 187
8. შაკილ ო’ნილი – 28 596
9. მოზეს მელოუნი – 27 409
10. ელვინ ჰეიესი – 27 313

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს გაუსწრო რეგულარულში და პლეი ოფში დაგროვებული ქულების რაოდენობით და ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.