ლებრონ ჯეიმსი 35 000 ქულას გადასცდა – „ლეიკერსი“ დევისისა და შროდერის გარეშე „ბრუკლინთან“ დამარცხდა [ვიდეო]

12:17, 19.02.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 3 შეხვედრა გაიმართა. „ლეიკერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ „ბრუკლინს“ უმასპინძლა და 98-109 დამარცხდა. მოქმედი ჩემპიონი ენტონი დევისისა და დენის შროდერის გარეშე თამაშობდა. წამყვანი მოთამაშეების არყოფნაში 32 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც კარიერაში 35 000 ქულას გადაცდა. ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის ლებრონი მესამე პოზიციაზეა. კაელ კუზმამ 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

https://twitter.com/NBA/status/1362617531870171139?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1362617531870171139%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fuproxx.com%2Fdimemag%2Flebron-james-35000-points-career-lakers-all-time-list%2F&fbclid=IwAR3R2_f1KF0jGL_FIR1odR3ghF_vwG3EaAzjIUvjS9hcuJu-mZiktVPxhlI

https://twitter.com/DimeUPROXX/status/1362617455500214272?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1362617455500214272%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fuproxx.com%2Fdimemag%2Flebron-james-35000-points-career-lakers-all-time-list%2F&fbclid=IwAR2BizXYI1G0KRuKeGY-ZHQtSCQb__OiamM-0L9-VTjfpUXSkiBI6ISgdUQ

https://twitter.com/TimBontemps/status/1362618583260487680?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1362618583260487680%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fuproxx.com%2Fdimemag%2Flebron-james-35000-points-career-lakers-all-time-list%2F&fbclid=IwAR1o_fu-_11oD0W-3pyaffDsQ-oB6W9uS_JsA59ldlQYaLsSEp91CmXdotQ

„ბრუკლინმა“ შეხვედრა კევინ დურანტისა და იმან შამპერტის გარეშე გამართა. ორმაგი დუბლი შეასრულა ჯეიმს ჰარდენმა (23 ქულა, 5 მოხსნა, 11 პასი). ჯო ჰარისის ანგარიშზე 21 ქულაა. კაირი ირვინგი კი 16 ქულას დასჯერდა.

ლოს ანჯელესელებს მიმდინარე რეგულარულში 22 მოგება და 8 მარცხი აქვთ და მეორე ადგილს ინარჩუნებენ. რაც შეეხება „ბრუკლინს“, „ნეტსი“ 19 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ასევე მეორე ადგილზეა.

მსგავსი