ლატვიელთა მთავარი მწვრთნელი - პენალტზე მსაჯი სიმულაციას წამოეგო
ლატვიელთა მთავარი მწვრთნელი - პენალტზე მსაჯი სიმულაციას წამოეგო

მიმაჩნია, რომ ჩვენს კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ და მიკვირს, ქართველი ფეხბურთელის სიმულაციაზე მთავარი არბიტრი როგორ წამოეგო, – განაცხადა საქართველოსთან ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრის წაგების (0:1) შემდეგ ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიქსუ პაატელაინენმა.

„მსაჯს უფრო თავდაჯერებით უნდა ემოქმედა. დასანანი ისაა, რომ შეხვედრა ასეთი გოლით წავაგეთ“, – აღნიშნა ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ბალტიისპირელთა დამრიგებელმა საქართველოსთან მარცხი შეაფასა.

„თამაში მოსალოდნელი სცენარით წარიმართა. ჩემი გუნდი სათამაშო დისციპლინის დაცვისთვის ქებას იმსახურებს. ვთვლი, რომ ჩვენ ამ შეხვედრაში საქართველოს განეიტრალება შევძელით. სამწუხაროდ, რომ 0:0-ზე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. საქართველო თავიდანვე ჯგუფში ფავორიტი იყო, რადგან თქვენი ფეხბურთელები ძლიერ გუნდებში თამაშობენ. მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ანდორასთან საქართველოს ნაკრებმა ქულები დაკარგოს და ჯგუფიდან გავიდეს“, – განაცხადა მიქსუ პაატელაინენმა.

საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ გამართულ ერთა ლიგის მატჩში ლატვიის ნაკრები 1-0 დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა.