საქართველოს ნაკრების მეორე გამარჯვება | ერთა ლიგა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ლატვიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა.

მატჩმა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით ჩაიარა, ხოლო სტუმრები შეტევაზე ძალიან იშვიათად გადადიოდნენ.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, მეორეში კი, 77-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თორნიკე ოქრიაშვილმა უნაკლოდ შეასრულა – 1-0.

ამის შემდეგ, ლატვიის ნაკრები გააქტიურდა და სტუმრებს შეტევის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა საკუთარი კარის უსაფრთხოების დაცვა წარმატებით მოახერხა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.