ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი და პრემიერის ემოციები [ვიდეო]

ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველი ძალოსნების ტრიუმფით დასრულდა.

ჩემპიონატზე მსოფლიოს უძლიერესმა ადამიანმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი გააუმჯობესა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

წარმატებული აღმოჩნდა ჩემპიონატი ირაკლი თურმანიძისთვისაც. ქართველმა ძალოსანმა ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი აიღო.

ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.