ლაშა დარსალია აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს
ლაშა დარსალია აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ყველა ასეთი ინციდენტი არის ძალიან ცუდი. უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება თავად ინციდენტს, გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის რაიმე დამატებითი კომენტარების გაკეთება“, – აცხადებს ლაშა დარსალია.

არსებული ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარედ მწყემსი დაიჭრა. იგი ეროვნებით აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა. მას ცეცხლსასროლი ჭრილობები აქვს მიყენებული.