ლაშა ბექაურის ტრიუმფი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე და პირველი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი დაიმსახურა.

გამარჯვების შემდეგ პირველ ინტერვიუში ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა თქვა, რომ ჩემპიონობა ბიძის ხსოვნას მიუძღვნა.

ლაშა ბექაურის თქმით იგი მზად არის „დიდებში“ საბრძოლველად და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.