ლამინ იამალი „ბარსელონაში“ ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგია #1TVSPORT
ლამინ იამალი „ბარსელონაში“ ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგია #1TVSPORT

ბოლო პერიოდში არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ „ბარსელონა“ დაინტერესებულია ნეიმარის დაბრუნებით, რომელიც ამჟამად ბრაზილიურ „სანტოსში“ თამაშობს.

მაგრამ ესპანური გამოცემის, El Nacional-ის ინფორმაციით, კატალონური კლუბის რამდენიმე მოთამაშე ნეიმარის გაფორმების წინააღმდეგ გამოვიდა. კერძოდ, „ბარსელონაში“ ბრაზილიელის ხილვა არ სურთ 17 წლის ლამინ იამალსა და ფერმინ ლოპესს. ორივეს მიაჩნია, რომ ნეიმარის გადასვლა ცუდად აისახება გუნდში არსებულ ჰარმონიასა და შედეგებზე.

გარდა ამისა, „ბარსელონას“ ფეხბურთელების აზრით, ნეიმარი ვერ შეძლებს მთავარი მწვრთნელის, ჰანს-დიტერ ფლიკის სისტემაზე მორგებას.

უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „ბარსელონამ“ დაბრუნებისთვის პირობა წაუყენა ნეიმარს – კატალონურ გუნდს სურს, რომ ბრაზილიელმა ზაფხულამდე „სანტოსის“ რიგებში, მინიმუმ, 15 გოლი გაიტანოს, რაც იმის დადასტურება იქნება, რომ ფორვარდი ტრავმის შემდეგ იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას.