ლამელო ბოლმა მაჯის ტრავმა მიიღო #1TVSPORT
ლამელო ბოლმა მაჯის ტრავმა მიიღო #1TVSPORT

ლამელო ბოლი „შარლოტისთვის“ მიმდინარე სეზონზე გუნდის წამყვანი ფიგურაა. „ჰორნეთსის“ ფანებისთვის საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

„ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ წაგებულ შეხვედრაში ახალგაზრდა კალათბურთელმა მარჯვენა მაჯა დაიზიანა. ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ ბოლს შესაძლოა, მოტეხილობა ჰქონდეს.

აღნიშნული ინფორმაცია ადრიან ვოჟნაროვსკიმაც დაადასტურა. ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ შესაძლოა, ლამელოსთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდეს.

მიმდინარე რეგულარულში ლამელო ბოლი პარკეტზე საშუალოდ 28.6 წუთს ატარებდა და ამ დროის განმავლობაში საშუალოდ 15.9 ქულას, 6.1 გადაცემასა და 5.9 მოხსნას აგროვებდა.

დატოვე კომენტარი