„ლაიპციგმა“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა #1TVSPORT
„ლაიპციგმა“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა #1TVSPORT

„ლაიპციგის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს ჯესი მარში. მასთან თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების თანახმად შეწყდა. გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ლაიპციგმა“ სტუმრად „უნიონთან“ წააგო და ახლა, ბუნდესლიგის ცხრილში გუნდი 18 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს მარშის ადგილს. ერთ-ერთ ძირითად კანდიდატად სახელდება „შალკეს“ ყოფილი დამრიგებელი დომენიკო ტედესკო. მანამდე „ლაიპციგს“ უხელმძღვანელებს მარშის ასისტენტი აჩიმ ბაიერლორცერი.