„ლაციო“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიროსლავ კლოზეს კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მიროსლავ კლოზე შეიძლება რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ წერს გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი.
წყაროს ცნობით, გერმანელი სპეციალისტი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია „ლაციოს“ მწვრთნელობაზე იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელ დამრიგებელს, მაურიციო სარის პოსტიდან გაანთავისუფლებენ. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში „ლაციო“ მეცხრე ადგილზეა.
მიროსლავ კლოზე „ნიურნბერგის“ მთავარი მწვრთნელია, რომელმაც დასრულებულ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში მერვე ადგილი დაიკავა. გერმანელი ფორვარდი „ლაციოში“ 2011-16 წლებში თამაშობდა და იქ დაასრულა კარიერა.