კვიპროსული გამოცემა - თუ ვითარება არ შეცვალა, ქეცბაია სამსახურს დაკარგავს #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - თუ ვითარება არ შეცვალა, ქეცბაია სამსახურს დაკარგავს #1TVSPORT

პაეეკ-თან კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ანორთოსისის“ მტკივნეული მარცხის (2:3) შემდეგ თემურ ქეცბაიას რეაქციამ არ დაახანა და ფეხბურთელები გააკრიტიკა.

თუმცა „ანორთოსისის“ არადამაჯერებელი თამაშის გამო ქართველი მწვრთნელიც კრიტიკის ობიექტი გახდა. გამოცემა „სპორტ ტაიმის“ წერილში აღნიშნულია, რომ თემურ ქეცბაიამ ვითარება უნდა გამოასწოროს, სხვაგვარად უმუშევარი დარჩება.

„ქართველი მწვრთნელის განცხადებები ზუსტად ისეთი იყო, როგორც მისი გუნდი გამოიყურებოდა. ეს არის „ანორთოსისის“ კრიზისის არსი. მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სისუსტეების, გაუმართაობის დიაგნოსტიკა და მათი გამოსწორება.

თემურ ქეცბაია ცნობილი გახდა როგორც მიმზიდველი ტრანსფერების განხორციელების უნარის მქონე და თავისი ახალბედების გამზრდელი მწვრთნელი, რომლებსაც ვარსკვლავებად აქცევს. გუნდში მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა მისი არჩეულია, რაც მიუთითებს შეცდომების ქრონიკულ პრობლემაზე. ამავე დროს აღიარებს, რომ მან დაცვის ორი ვარიანტი გამოსცადა და არც ერთმა არ გაამართლა…

წარუმატებლობის საჯარო დაბრალება მისივე შერჩეულ მოთამაშეებზე უდავოდ არის მწვრთნელი ქეცბაიას ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი. ეს არის პასუხი შეტევაზე, რომლითაც ქართველმა პრესკონფერენცია დაასრულა: „პრობლემაა, რომ დაცვაში არ ვართ ის, რაც უნდა ვიყოთ და როგორიც ეს გუნდი ყოველთვის იყო“.

„ანორთოსისი“ მწვრთნელის გუნდად რჩება. მაგრამ ის სულ მცირე ბოლო ერთი წელი არ არის ისეთი, როგორიც იყო. არ არის საჭირო გულშემატკივრებისთვის, ჟურნალისტებისთვის ან ანალიტიკოსებისთვის ამის მინიშნება. ამაზე თავად სტადიონი „ყვირის“.