კვიპროსული გამოცემა - დაუშვილი „აპოელთან“ მალე გააფორმებს კონტრაქტს, რომლის პირობებიც უკვე შეთანხმებულია #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - დაუშვილი „აპოელთან“ მალე გააფორმებს კონტრაქტს, რომლის პირობებიც უკვე შეთანხმებულია #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა „ბალა“ ამტკიცებს, რომ „ანორთოსისის“ წინააღმდეგობის მიუხედავად, „აპოელი“ გიორგი ქვილითაიას და თორნიკე ოქრიაშვილის შემდეგ მურთაზ დაუშვილსაც გადაიბირებს.

ნიქოზიას „აპოელი“ სატრანსფერო ჰეთ-თრიქისთვის ემზადება. გუნდი იმდენად ახლოს არის დაუშვილის ტარნსფერთან, რომ ეჭვი არ ეპარებათ მოლაპარაკების წარმატებულად დასრულებაში. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გვაფიქრებინებს, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატება უკვე მხოლოდ ტექნიკური დეტალია და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მალე გავრცელდება“, – ამტკიცებს „ბალა“.

კვიპროსული გამოცემა მოლაპარაკების დეტალებსაც ასაჯაროებს:

„მურთაზ დაუშვილმა „ანორთოსისთან“ მიაღწია იმას, რომ თავისუფალი აგენტი გახდება. ის მალე „აპოელთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის პირობებიც უკვე შეთანხმებულია და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს აკმაყოფილებს“.

ბალას“ ცნობით, დაუშვილი „აპოელის“ მთავარი მწვრთნელის გეგმებში ჯდება:

პურსაიტიდისი ქართველ ფეხბურთელს ძირითადი შემადგენლობის 11 მოთამაშეს შორის განიხილავს და მიიჩნევს, რომ მას აქვს გამოცდილება საყრდენი ნახევარმცველის პოზიციის ეფექტურად დასაფარავად და კარგად შეცვლის ანვარს“.

თუმცა, ფეხბურთელს „ანორთოსისთან” ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებს და მისი ტრანსფერის გამოსყიდვა მარტივი საქმე არ იქნება. ფამაგუსტას გუნდში კი აცხადებენ, რომ ვისაც სურს ქართველი ნახევარმცველისი გადაყვანა, გუნდს ოფიციალური შეთავაზებით უნდა მიმართოს.