კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისის“ მენეჯმენტისა და ქეცბაიას ურთიერთობა აირია #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისის“ მენეჯმენტისა და ქეცბაიას ურთიერთობა აირია #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა philenews ფამაგუსტას „ანორთოსისის“ წაგების შემდეგ გუნდში არსებულ ვითარებას შეეხო და ამტკიცებს, რომ მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიასა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა არეულია. 

„მიუხედავად იმისა, რომ „ანორთოსისი“ მე-60 წუთამდე უკეთესი იყო, ვიდრე აეკ-ი, მან კიდევ ერთი მარცხი განიცადა (2:1) ზედიზედ მესამედ და ჩემპიონატის მეორე ფაზაში მოუგებელ სერიას განაგრძობს. „ანორთოსისის“ წაგებული თამაშის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ კიდევ ერთხელ დაგვტოვა დაბნეულობაში, რაც  გუნდის ხელმძღვანელობასთან მის ურთიერთობას ეხება. არ არის საჭირო კარგად იყოთ გათვითცნობიერებული „ანორთოსისის“ კულისებში იმის გასარკვევად, რომ გუნდის მენეჯმენტსა და ქეცბაიას ურთიერთობაში რაღაც კარგად ვერ არის. ფამაგუსტას გუნდი აირია საკუთარ ვერსიებში და ამას ამჟღავნებს ის, რასაც ქართველი მწვრთნელი დროდადრო ამბობს. როგორც ჩანს, ყველა სხვა რამეზე ფიქრობს“, – წერს philenews.

კვიპროსული გამოცემის თქმით, ქართველი მწვრთნელის ხელძღვანელობისას გუნდს ასეთი ცუდი სერია არასოდეს ჰქონია.

„53 წლის მწვრთნელმა (კვლავ) ისაუბრა გუნდის მარცხის მიზეზებზე. სიმართლე ის არის, რომ 60-ე წუთის შემდეგ აეკ-მა უკეთ ითამაშა, მეტოქეზე ზეწოლა დაიწყო და შედეგს მიაღწია. „ანორთოსისს“ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ არ წაუგია. ახლა გუნდს მეოთხე ადგილზე გასვლის საფრთხეც შეექმნა, მაგრამ აეკ-ი კვიპროსის თასის მფლობელი და ჩემპიონი თუ გახდება, ქართველის გუნდი ევროსარბიელის საგზურს მიიღებს“.