კვიპროსში ქეცბაიასა და ლორიას გუნდის ავტობუსს ქვები დაუშინეს #1TVSPORT
კვიპროსში ქეცბაიასა და ლორიას გუნდის ავტობუსს ქვები დაუშინეს #1TVSPORT

კვიპროსის სუპერლიგის მე-16 ტურში ნიქოზიაში „აპოელთან“ მოგებული (2:0) შეხვედრის შემდეგ მასპინძელთა ფანები თავს დაესხნენ ავტობუსს, რომლითაც თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ შინ ბრუნდებოდა.

ქართველ მწვრთნელთან და მეკარე გიორგი ლორიასთან ერთად ავტობუსში ქეცბაიას ასისტენტი სოსო ჭედია იმყოფებოდა. „ანორთოსისის“ ავტობუსზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ფამაგუსტელები ნიქოზიიდან ლარნაკაში ბრუნდებოდნენ.

საბედნიეროდ, ამ თავდასხმის შედეგად მხოლოდ ავტობუსი დაზიანდა. გავრცელებულ ცნობებში აღნიშნულია, რომ „ანორთოსისის“ ფეხბურთელები თავის დაცვას ცდილობდნენ. რამდენიმე მათგანმა თავდასხმის ფოტოები სოციალურ ქსელებში ატვირთა, ხოლო „ანორთოსისმა“ მომხდარზე საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„უარესი ამბავი სასწაულმა და იღბალმა თავიდან აგვარიდა! ჩვენი გუნდის ავტობუსზე თავდასხმა პოლიციამ უნდა განიხილოს, როგორც უდიდესი სირცხვილი“, – წერია „ანორთოსისის“ საგანგებო განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 37 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „აპოელი“ (36) მესამე ადგილზე დააქვეითა.