კვიპროსელმა ჟურნალისტმა კაჭარავას ბოდიში მოუხადა - გულშემატკივრები მოთამაშის საკითხს პირველად არ წყვეტენ #1TVSPORT
კვიპროსელმა ჟურნალისტმა კაჭარავას ბოდიში მოუხადა - გულშემატკივრები მოთამაშის საკითხს პირველად არ წყვეტენ #1TVSPORT

დიმიტრის დიმიტრიუმ ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ გათავისუფლებულ ნიკა კაჭარავას კვიპროსელების ნაცვლად ბოდიში მოუხადა. ეს მოულოდნელი და ემოციური წერილი ჟურნალისტმა კვიპროსულ გამოცემა gipedo.politis-ში გამოაქვეყნა და ქართველ თავდამსხმელს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ გუნდიდან ქართველი ფეხბურთელი იმის გამო გაუშვეს, რომ „აპოელის“ მოთამაშე გიორგი ქვილითაიას მიერ „ომონიასთან“ გოლი აღნიშნა.

 

ნიკა კაჭარავა, ბოდიშს გიხდით…

„კვიპროსში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით ფეხბურთში. ცოტა ხნის წინ გუნდიდან ცუდი ფეხბურთელი გარიცხეს, რომელიც ვითომ ტრიბუნებიდან თანამემამულესთან ერთად მოწინააღმდეგე გუნდის გოლს აღნიშნავდა. და ეს გაკეთდა გუნდის გულშემატკივართა ასოციაციის მოთხოვნით. ძალიან გაბრაზდნენ, რადგან ნახეს, როგორ ზეიმობდა კაჭარავა, როცა „აპოელის“ თავდამსხმელმა ქვილითაიამ „ომონიასთან“ პენალტი გაიტანა.

მე ვამბობ, რომ კაჭარავამ გოლი კი არ აღნიშნა, არამედ იხუმრა ქართველ ფეხბურთელთან ერთად, რომელიც ტრიბუნაზე მასთან ერთად იმყოფებოდა. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რას ვიტყვი. ეს პირველი შემთხვევა არ არის კვიპროსზე, გულშემატკივრები მოთამაშის საკითხს რომ წყვეტენ და გუნდის ადმინისტრაცია მათ ნებას თანხმდება. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ „აპოელში“ ალბანელი მოთამაშე მიიწვიეს, მაგრამ გულშემატკივრის მოთხოვნით ტრანსფერი ჩაიშალა. 20 წლის ასაკში ალბანელმა, გატანილი გოლის აღნიშვნისას, ხელით გამოსახა ალბანეთის ნაციონალისტური სიმბოლო, რისთვისაც „აპოელის“ „სტოპ-ლისტში“ მოხვდა.

ნიკა კაჭარავა, დღეს ვწერ ამ სტატიას, რათა ასეთი მოპყრობისთვის ბოდიში მოგიხადო. გუნდს თუ არ უნდოდა შენი გაშვება, გარკვევით უნდა ეთქვა და გულშემატკივართა რეაქციის სახით საბაბი არ ეპოვა. ჩემო მეგობრებო, იმედი მაქვს, რომ 2022 წელს უფრო გონიერები და ადამიანურები გახდებით“.