კვეკვესკირმა „ლეხთან“კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა - ვაჩვენე, გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე რომ ვარ #1TVSPORT
კვეკვესკირმა „ლეხთან“კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა - ვაჩვენე, გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე რომ ვარ #1TVSPORT

ბოლო კვირების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვარშავის „ლეგია“ ნიკა კვეკვესკირის გადაყვანას აპირებდა. „ლეხმა“ ამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ 28 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ნიკა კვეკვესკირი პოზნანისლეხში“ კიდევ ორი წლით დარჩება – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გუნდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ძალაშია 2023 წლის 30 ივნისამდე.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმე. როდესაც აქ ჩამოვედი, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩემი საუკეთესო თვისებების ჩვენება მსურდა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა. მოხარული ვარ, რომ „ლეხში“ კიდევ ორი სეზონი დავრჩები, რადგან პროექტის მჯერა და მომავალ სეზონს უკვე მოუთმენლად ველოდები“, – ეს კვეკვესკირმა კლუბის ოფიციალური გვერდთან ინტერვიუში განაცხადა.

კვეკვესკირი გუნდში ზამთარში მივიდა. თავდაპირველად თამაშის მცირე შანსი ჰქონდა. მწვრთნელი დარიუშ ჟურავი მასზე ფსონს არ აკეთებდა. მისი შემცვლელის მაჩიე სკორნისთვის კი კვეკვე „ლეხის“ ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევია. ამ დროისთვის ქართველს პოლონეთის ექსტრაკლასაში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ბოლო ოთხ ტურში კი ძირითად შემადგენლობაში იყო.