კვარაცხელიას ევროპის ტოპ-ჩემპიონატებიდან დაურეკეს - „რუბინმა“ ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაადასტურა #1TVSPORT
კვარაცხელიას ევროპის ტოპ-ჩემპიონატებიდან დაურეკეს - „რუბინმა“ ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაადასტურა #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმბიზნეს-ონლაინთან“ ისაუბრა ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე.

„ჩვენთან ფეხბურთელებს, ადამიანურად ვექცევით. შეუძლებელია ისეთი მოთამაშე, როგორიც ხვიჩაა, არ გაუშვა იმ ევროპულ კლუბებში, რომლებიც მისით დაინტერესებულნი არიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს უბრალოდ სწორი არ იქნება. იგი, სავარაუდოდ, ევროპის ტოპ-ჩემპიონატში გადავა. ამაში კლუბის მენეჯმენტის სოციალური პასუხისმგებლობაცაა ფეხბურთელის წინაშე. ხვიჩა ძვირადღირებული ფეხბურთელია, ძალიან ძვირიც კი. ეს გარკვეულ კორექტირებას ახდენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წელი ფინანსურად არც ისე იოლი იყო. შეუძლებელია, ვინმე ძალით შეინარჩუნო. ადამიანი უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს“, – განაცხადა ოლეგ იაროვინსკიმ.

ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ტოპ-ლიგის კლუბებთან მოლაპარაკებები დაწყებულია:

„ხვიჩას ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ გუნდების ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოა. უფრო მეტიც, მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან სხვადასხვა ეტაპზეა. ყველაფერი უფრო და უფრო კონკრეტულ ფაზაში გადადის. შანსი იმისა, რომ ხვიჩა „რუბინში“ დარჩეს, ზუსტად იგივეა, როგორც ტვერსკაიაზე დინოზავრის შეხვდე“.

20 წლის კვარაცხელიას ამჟამინდელი შეთანხმება „რუბინთან“ 2024 წლის ივნისამდეა, ხოლო ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონი ევროა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი დაინტერესებულია „იუვენტუსი“, „ბაიერნი“ და „მილანი“.