კვარაცხელიამ სატრანსფერო ფასის ზრდით 14 რუსულ გუნდს გადაასწრო #1TVSPORT
კვარაცხელიამ სატრანსფერო ფასის ზრდით 14 რუსულ გუნდს გადაასწრო #1TVSPORT

20 წლის ხვიჩას კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე რუსეთის პრემიერლიგის 14 კლუბის, – ასეთია Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები. 

საქმე ისაა, რომ კვარაცხელიას შეფასება ათი მილიონიდან 15-მდე გაიზარდა და შედეგად, რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე მეტად მისი კლუბის, ყაზანის „რუბინი“ მოთამაშეთა ჯამურმა ფასმა მოიმატა (+8,3 მილიონი ევრო) ფასების ზრდით შემდეგ მოდის მოსკოვის „დინამო“ (+6 მილიონი ევრო), ხოლო მერე – „ლოკომოტივი“ (+3,85), „სპარტაკი“ (+3,35 მილიონი ევრო) და „როსტოვი“ (+2,375 მილიონი ევრო). ანუ ერთი ფეხბურთელის, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის ფასი უფრო გაიზარდა, ვიდრე რუსეთის პრემიერლიგის 14 გუნდის, რაც ძალიან შთამბეჭდავი ამბავია.

გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოს მაჩვენებლით კვარაცხელია რუსეთის პრემიელრიგაში შეფასების გაზრდით უდავო ლიდერია. ტოპ-სამეულში მოხვედრილი მოსკოვის „დინამოს“ 17 წლის ნახევარმცველის, არსენ ზახარიანის (3,5 მლნ) და მოსკოვის „სპარტაკის“ 24 წლის თავდამსხმელის, ალექსანდრე სობოლევის (9 მლნ ) შეფასებები 3-3 მილიონით გაიზარდა.