კვარაცხელიამ სახლი შეიცვალა - ხვიჩა ნეაპოლის ცენტრში იცხოვრებს #1TVSPORT
კვარაცხელიამ სახლი შეიცვალა - ხვიჩა ნეაპოლის ცენტრში იცხოვრებს #1TVSPORT

კვარაცხელიამ მანქანის ქურდობის შემდეგ გადაწყვიტა დაეტოვებინა თავისი სახლი კუმაში და გადასულიყო ნეაპოლის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, – ინფორმაციას Corriere dello Sport ავრცელებს.

„მან უკვე შეარჩია პოზილიპოში რამდენიმე ვარიანტი, სადაც მდიდრული სახლებია პარკებში, 24-საათიანი დაცვით. კუმას სახლი ნაკლებად იზოლირებულ ადგილას იყო. ახლა კვარაცხელია, სავარაუდოდ, „ნაპოლის“ სხვა ფეხბურთელის მეზობლად იცხოვრებს.

უახლოეს დღეებში, სხვა საკითხებთან ერთად, ხვიჩა დაკავებული იქნება გადასვლით: მან უკვე დატოვა კუმას სახლი, საიდანაც ერთი კვირის წინ მანქანა მოპარეს, როცა მას მეორე სართულზე ეძინა.

მართალია, მანქანა მალევე იპოვეს, მაგრამ ამჯობინა ცენტრში გადასვლა. ყოფილი სახლისგან კი უკვე გათავისუფლდა“, – ვკითხულობთ Corriere dello Sport-ის წერილში.