ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს #1TVSPORT
ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს #1TVSPORT

ცნობილი იტალიური გამოცემა „ორიერე დელო სპორტი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს.

ქურდობა ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას სახლში

„ხვიჩა კვარაცხელიას უსიამოვნო ამბავი შეემთხვა. ცნობილი გახდა, რომ ის ნეაპოლში საკუთარ სახლში გაქურდეს. ქურდებმა მისი ავტომობილი Mini Countryman მოიპარეს. ამ დროისთვის ხვიჩა შინ იყო, მაგრამ ვერაფერი შენიშნა. ქართველმა ტალანტმა პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა. საბედნიეროდ, თავად ხვიჩა არ დაზიანებულა, მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა“ – წერს გამოცემა.

იტალიური პოლიცია საქმეში უკვე ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პირველი მოთამაშე არ არის, რომელიც იტალიაში გაძარცვეს. წლების წინ, იტალიაში თამაშის დროს, ლევან მჭედლიძეც დააყაჩაღეს და მისი სახლიდან კომპიუტერის გარდა, ფულადი თანხაც მოიპარეს.